პროექტის სათაური: გადავარჩინოთ სიტყვები .
პროექტის მოკლე აღწერა: მონაწილეები ხალხში აგროვებენ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს და შექმნიან კრებულს. ფოლკლორული ნიმუშებიდან ამოკრეფენ მივიწყებულ ქართულ სიტყვებს, რომლებითაც შეადგენენ ლექსიკონს.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები სოფლებში, ქალაქში, უბანში, მეზობლებში მოიძიებენ ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ჩაიწერენ, მოაგროვებენ და შექნიან ნიმუშებთან დაკავშირებულ ფოტო და აუდიო მასალას, ნახატებს; შეადგენენ კრებულს “ჩვენებური ფოლკლორი”. შემდეგი ჯგუფი შეისწავლის მოძიებულ მასალას, ამოიწერს მივიწყებულ და მივიწყების პირას მყოფ ქართულ სიტყვებს , დაალაგებენ ანბანის რიგზე და შექმნიან ლექსიკონს: “მივიწყებული სიტყვების ლექსიკონი”.

მონაწილეთა ასაკი: კლასები: 11-დან 15 წლამდე – მე-5, მე-6 და მე-10 კლასის მოსწავლეები.
ხანგრლივობა, ვადები: 9 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: ინფორმაციის მოგროვება, კვლევა, ადამიანებთან შეხვედრა, დალაპარაკება, მასალების ჩაწერა, ფოტომასალის მოგროვება საკვლევ ადგილებზე. ნნახატების შექმნა ფოლკლორული მასალის მიხედვით. კლასში: მასალის დაჯგუფება, აუდიო ჩანაწერების ( სიმღერების, მონაყოლის) მოსმენა, განხილვა, გაანალიზება და კრებულში შეტანა. ტექსტიდან მივიწყებული სიტყვების ამოწერა, დაჯგუფება და ლექსიკონის შექმნაზე მუშაობა. ჵარალელურად პროექტის ბლოგის შექმნა და მასსალების განთავსება ბლოგზე.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას: ფოლკლორული მასალების კრებული : “ჩვენებური ფოლკლორი” . ლექსიკონი : “ მივიწყებული სიტყვების ლექსიკონი “ . ბლოგი, რომელზეც განთავდება მასალა. მმოეწყობა ფოტოებისა და ნახატების გამოფენა, რომლებიც ასევე მოცემული იქნება კრებულში და ბლოგზე.
სასარგებლო სხვებისთვის: მოსწავლეები და სხვა დაინტერესებული პირები გაეცნობიან ახლად მოპოვებული ქართული ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს: ზღაპრებს, ლეგენდებს, ლექსებს, თქმულებებს... ლექსიკონის საშუალებით აღმოჩენილი სიტყვები მათ კრებულში ( და არა მარტო ამ კრებულში ) მოცემული ტექსტის აღქმას გაუადვილებთ . ლექსიკონი მკითხველს მივიწყებული ან მივიწყების პირას მყოფი ქართული სიტყვების აღმოჩენაშიც დაეხმარება
.
სამუშაო ენა: ქართული;
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: პროექტში ჩართვა შეუძლიათ ისტორიის, გეოგრაფიის ,ხელოვნების, მუსიკის მასწავლებლებს. შეიძლება ჩატარდეს ინტეგრირებული გაკვეთილები.